ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა.
მისივე თქმით, მედიკამენტების პირველი პარტია შემოვა კვირას ან ორშაბათს, ხოლო პაციენტების რეგისტრაცია დაიწყება სამშაბათს.
"მომავალი კვირის განმავლობაში პირველი პაციენტები, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება მკურნალობა, მიიღებენ ამ პრეპარატს", – განაცხადა სერგეენკომ.