https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რამდენიმე „სასარგებლო რჩევა“ ქართველ პოლიტიკოსებს

14:04; 25.04.2015
ზაფრანი
Share on FacebookShare on TwitterEmail

თანამედროვე საქართველო პრობლემების ნაკლებობას არ განიცდის და ის ჩვენი ცხოვრების თითქმის ყოველ მხარეს შეეხება. რასაკვირველია ქვეყნის მმართველი ძალებისათვის ეს ყველაფერი საიდუმლოს არ წარმოადგენს და მათ გადაწყვეტას სხვადასხვა კანონებითა თუ დირექტივებით ცდილობენ. სამწუხაროდ ეს ნაბიჯები საკმარისი არ არის და კავკასიაში მდებარე ჩვენი პატარა სახელმწიფო კვლავ უკეთესი მომავლის მოლოდინშია.

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მათ წინაშე მდგარი წინააღმდეგობების გადალახვას ზოგჯერ მართლაც რომ ორიგინალური, მაგრამ დროული მეთოდებით ცდილობენ. ეს ერთი შეხედვით „უცნაური“ კანონპროექტები ხშირად ფრიად სასაცილოდაც კი გამოიყურება, მაგრამ მიზანს მაინც აღწევს.

ამჯერად შევეცდებით, რომ ისინი ჩვენს კანონმდებლებს გავაცნოთ და შემდეგ საქართველოშიც „დავანერგინოთ“.
ჩვენი მეცნიერების აზრით, სადღაც ორმოცდაათი წლის შემდეგ ქვეყნის მოსახლეობაში ქართველების პროცენტული ხვედრი მკვეთრად შემცირდება. განგაში დიდი ხანია რაც ატეხილია, მაგრამ ქმედითი ღონისძიებები მაინც იგვიანებს.

ჩვენს პარლამენტარებს დემოგრაფიული პრობლემების გადაწყვეტის ერთ „ორიგინალურ“ ხერხს შევთავაზებ.
ცოტა ხნის წინ ისრაელში, ქალაქ ბეერ-შევას სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თუ მამაკაცი ცოლთან არ დაწვება და თავის პირდაპირ მოვალეობას პირნათლად არ შეასრულებს, ამ უკანასკნელის ჩივილის შემთხვევაში დიდი თანხით დაჯარიმდება. ჩემი აზრით ანალოგიური წესი საქართველოშიც უნდა დავნერგოთ. მართალია სამკუთხედი, „ღვინო-დუდუკი-ქალები“ ჩვენი მამაკაცების მთავარ ცხოვრებისეულ პრინციპს წარმოადგენს, მაგრამ ისიც ხომ სიმართლეა, რომ ისინი „სუსტი სქესის“ პარტნიორებს ძირითადად ოჯახების გარეთ ეძებენ, კანონიერ მეუღლეებს კი „ჩაგრულთა“ მდგომარეობაში ამყოფებენ.

თუ ეს პროექტი მაღალ ეშელონებში მოწონებას დაიმსახურებს, საკითხავი ისღა დარჩება, ყოველივე ამას პრაქტიკაში რომელი ორგანიზაცია ან დაწესებულება განახორციელებს. საინტერესოა ისიც, თუ როგორი იქნება ჩვენი საზოგადოების აზრი ამ ნოვატორული იდეის მიმართ. თუ მოეწონებათ, მაშინ ქართველ მამაკაცებს ალბათ კარგი დღეები არ დაუდგებათ.

ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი გასაჭირი, მისი მოსახლეობის სიღარიბეში უნდა ვეძიოთ. სტატისტიკოსების გამოთვლებით ქართველთა დიდი ნაწილი სიღატაკის ზღვარს უკაკუნებს. დრო გადის, მათხოვარ-უპოვართა რაოდენობა კი მატულობს. ამას ერთი პრობლემაც ემატება. ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი თბილისშია ჩამოსული და ამით მიწათმოქმედების ქვეყნიდან, საქართველო ერთ დიდ გარე ვაჭრობის ობიექტად გადაიქცა.
მოსახლეობის დასაქმებისათვის და იმავდროულად თბილისის სასურსათო მომარაგების გაუმჯობესებისათვის ერთ ორიგინალურ წინადადებას გთავაზობთ. ცოტა ხნის წინ ლონდონის მერიის წარმომადგენლებს თავში ერთი ბრწყინვალე აზრი მოუვიდათ. მათ წინადადება წამოაყენეს, რომ მოსახლეობამ ქალაქის მრავალსართულიანი სახლების სახურავებზე ბოსტნები გააშენოს.

ბრიტანელების გამოთვლებით, ინგლისის დედაქალაქში არსებული შენობების ბრტყელი სახურავების საერთო ფართი 24 ათასი ჰექტარია. შესაბამისად წარმოიდგინეთ, თუ ამ ფართზე რა რაოდენობის მოსავლის მოწევა შეიძლება. თუ „ბოსტანიზაციის“ ამ პროექტმა დღის სინათლე იხილა, ამით ლონდონის ეკოლოგიური გარემო მკვეთრად გაუმჯობესდება, გაჩნდება დამატებითი სამუშაო ადგილები და ინგლისელებიც საკუთარ სუფრას მაღალი ხარისხის ბოსტნეულით დაამშვენებენ.

მგონია რომ შესანიშნავი თაოსნობაა და მისი თბილისში დანერგვა ცუდი არ იქნებოდა. ამ ქალაქის ცენტრალურ უბნებში მრავალი ახლად აშენებული ბრტყელ სახურავიანი სახლია, გვყავს ბლომად უმუშევრებიც. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ სხვადასხვა ბაზრობებზე შრომობს რაიონებიდან ჩამოსული მრავალი გლეხიც.

ჰა, ბურთი და მოედანი. თუ დაინტერესება იქნება, შეიძლება ამ საქმეს თავი ქალაქის მერიამ მოაბას, შეიძლება ინიციატივა ხელში სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „ჩაიგდოს“. არ გამოვრიცხავ, რომ ამ იდეას პოლიტიკური პარტიებიც გამოეხმაურონ და შესაბამისი აქციებიც წამოიწყონ, სადაც მთავარ ლოზუნგად „გადავაქციოთ თბილისი ერთ დიდ ბოსტნად“ იქნება გამოტანილი.

წინა საუკუნის 90-იან წლებში ლეგენდასავით დადიოდა ერთი ახალგაზრდა ყმაწვილის ამბავი, რომელსაც რუსთაველის პროსპექტზე, ერთ-ერთი შენობის სახურავზე „პლანის“ პლანტაცია ჰქონდა გაშენებული და მოწეული „პროდუქციით“ ყველა ახლობელს ამარაგებდა. მთავარი მაინც სწორად წარმართული საქმიანობაა და მალე ალბათ ყველანი ვიგემებთ თუნდაც „რედისონის“ სახურავზე მოყვანილ ხახვს, სტაფილოს, ბადრიჯანს ან კომბოსტოს.
ანტისანიტარია მთელი მსოფლიოს უკურნებელი ჭირია და ამით ქართველებიც შეწუხებულები ვართ. მართალია თავდაუზოგავად ვებრძვით მომრავლებულ ვირთხებს, გველებს, ბუზებს, მაგრამ ამ უხილავ ფრონტზე ადამიანების სრულ გამარჯვებამდე ჯერ კიდევ საკმაოდ შორია. ჩინეთის ხელისუფლებამ ამ პრობლემის მოგვარების ერთ მართლაც უცნაურ ხერხს მიაგნო. მათ დახოცილი ბუზების სანაცვლოდ გარკვეული თანხა დააწესეს და საკუთარ მოქალაქეებს ერთგვარი გარიგებაც შესთავაზეს.

ამიერიდან თითოეული ჩინელი, რომელიც შესაბამის ჩამბარებელ პუნქტში ორი ათას მკვდარ ბუზს წარადგენს, 130 დოლარით დასაჩუქრდება. აი ნამდვილი მაგალითი იმისა, თუ როგორ ზრუნავს სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებზე: ანტისანიტარიის კერების გაქრობასთან ერთად, მოსახლეობის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებასაც ხელს უწყობს.

თუ ჩვენს კანონმდებლებს ჩინური ექსპერიმენტის საქართველოში გადმოტანა მოესურვებათ, შეიძლება ფანტაზიასაც მოუხმონ, მარტო ბუზებით არ შემოიფარგლონ და დააწესონ გარკვეული ნიხრები მკვდარ გველებზე, ვირთხებზე ან ტარაკნებზე. წარმოიდგინეთ ამდენი ზღვა უმუშევარი ხალხი ერთ დღეში როგორ დასაქმდება.
დარწმუნებული ვარ, სულ მალე ჩვენი ქვეყანა მრავალი „უწმინდური“ ქვეწარმავლისაგან სრულიად გათავისუფლდება და ალბათ სახელმწიფო სანიტარული სამსახური გასაუქმებელი შეიქმნება. სუფთა ეკოლოგია, მატერიალურად წელში გამართული მოსახლეობა, –  რა სჯობს ყოველივე ამას.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ მოსახლეობის გაღატაკების პროცესი რომ მაინც გრძელდება?

შარშან ინგლისში ერთი საგულისხმო ფაქტი დაფიქსირდა, რომელიც მინდა რომ ჩვენს საზოგადოებას გავაცნო.
დიდი ბრიტანეთის კონსერვატორმა დეპუტატმა გრანტ შეპსმა კათოლიკური შობის ღამე ლონდონის ერთ ქუჩაში, საძილე ტომარაში გაათენა. ამ სახით მას იქაური საზოგადოების უსახლკაროებისადმი ყურადღების მიქცევა უნდოდა.

შეპსის განცხადებით, საჭირო იყო რაღაც არაორდინარულის გაკეთება, რათა ადამიანები უსახლკაროების პრობლემებზე ალაპარაკებულიყვნენ. გარდა ამისა, დეპუტატმა სოლიდარობა გამოუცხადა იმ 130 ათას ბრიტანელ ბავშვს, რომლებსაც საკუთარი ჭერი არ გააჩნიათ.

ქება და დიდება ბატონ გრანტს. მას არც ზღაპრული სუფრა გაუშლია და არც რომელიმე საქველმომქმედო ფონდშიც დიდი თანხა გადაურიცხავს. ის უბრალოდ იმ ტყავში შეძვრა, რითაც მრავალი მისი თანამემამულე ცხოვრობს.

ანალოგიური საკითხი ჩვენს ქვეყანაშიც აქტუალურია და ამას თუნდაც თბილისის ქუჩებში სოკოებივით მომრავლებული უსახლკაროების რაოდენობაც მეტყველებს. ადრე ცნება „ქართველი ბომჟი“ ფიზიკურად არ არსებობდა. სამწუხაროდ დრო შეიცვალა და ამ მწარე რეალობის წინაშეც დავდექით. ვერ ვიტყვი რომ მთავრობა ამ ხალხს არ ეხმარება. მაგრამ მათი რაოდენობა უფრო დიდია და ამ საქმეს ალბათ მთელი საზოგადოების ერთიანი მონდომება თუ უშველის.

ბრიტანელი გრანტ შეპსი ქართველ პოლიტიკოსებზე ნაკლები ბიჭი ნამდვილად არ არის და შობის ღამეს საკუთარ ჭერქვეშ შეხვედრაზეც არ იტყოდა უარს. მიბაძეთ მას ქართველო მმართველი ელიტის წარმომადგენლებო და დარწმუნებული ვარ, რომ ხალხი თქვენს ამ ნაბიჯს ბევრად უფრო დააფასებს, ვიდრე ფართოდ რეკლამირებულ მრავალ პომპეზურ აქციებს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

ზაფრანი

რომელ 2 ნიშანს ელოდება დიდი ცვლილებები ხანგრძლივი სტრესული პერიოდის შემდეგ? – ასტროლოგების პროგნოზი

09:44; 13 სექტემბერი, 2026
ზაფრანი

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელთათვისაც 2026 წლის შემოდგომა გარდამტეხი პერიოდი იქნება

18:35; 5 სექტემბერი, 2026
ზაფრანი

ყოველი მომდევნო ზაფხული რეკორდულად ცხელი იქნება

12:17; 5 სექტემბერი, 2026
ზაფრანი

ხუთი, ყველაზე ძილისგუდა ზოდიაქოს ნიშანი

11:21; 5 სექტემბერი, 2026
ზაფრანი

თუ პარტნიორების სიმაღლეში დიდი სხვაობაა, ისინი ძალიან ბედნიერები არიან

10:31; 5 სექტემბერი, 2026

მხიარული მოჭიდავეები

სამართლიანი მოთხოვნები თუ პროვოცირებული აქცია?

ყველა სიახლე

ფეისბუქსტატუსები

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026
პოლიტიკა

მარატ კამბოლოვი: სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან სატრანზიტო გზისთვის მზად არ არის

12:24; 13.09.2026
პოლიტიკა

პროფესიული განათლების კრედიტები უმაღლეს სასწავლებლებში ჩაითვლება – მთავრობა ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს

11:45; 13.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია სამი მოქალაქე

11:25; 13.09.2026
სამართალი

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

11:02; 13.09.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

10:57; 13.09.2026
პოლიტიკა

ჯანდაცვის სამინისტრო: საქართველო B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით ოქროს დონის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება

10:46; 13.09.2026
სამართალი

მრავალსართულიანი კორპუსის აივნის მოაჯირი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

10:13; 13.09.2026
მსოფლიო

ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

10:01; 13.09.2026
ზაფრანი

რომელ 2 ნიშანს ელოდება დიდი ცვლილებები ხანგრძლივი სტრესული პერიოდის შემდეგ? – ასტროლოგების პროგნოზი

9:44; 13.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

8:50; 13.09.2026
სამართალი

ბრალდებული ექიმი, რომელსაც სასამართლომ 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა, გათავისუფლდა

21:06; 12.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

19:52; 12.09.2026
სამართალი

სასამართლომ ახმეტის სამედიცინო კლინიკის ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

17:30; 12.09.2026
სამართალი

ზღვაში ახალგაზრდა ქალის ცხედრის პოვნის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

14:32; 12.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026
0

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო