"post-ალიონის" და გაზეთ „გურია ნიუსის" ერთობლივი პროექტი "აირჩიე დემოკრატია!", რომელიც საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მხარდაჭერით გახორციელდა დასრულდა.
დღევანდელ გადაცემაში ამ პროექტის შესახებ ბევრ რამეს გაიგებთ.
ამავე გადაცემაში ნახავთ: რა სთხოვეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს და ქალაქის მერს სკოლის მოსწავლეებმა; რას ფიქრობენ ჩოხატაურელი მოსწავლეები თვითმმართველობის შესახებ; ვინ და როგორ აპირებს "მობერებული" მთავრობის ჩანაცვლებას; როგორ დახვდნენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის პირველი პირები პროექტის მონაწილეებს და რა სთხოვეს საკრებულოს დეპუტატებმა ლანჩხუთელ ახალგაზრდებს.
ამავე გადაცემაში თქვენ ნახავთ ტრადიციულ რუბრიკას პოლიტმეხსიერება, რომელშიც ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩატარებულ არჩევნებზე გიამბობთ.