პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის თქმით ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში აქტიური როლი აქვს და ეს არ არის ტრადიციული ფორმა.
_ დღეს ქვეყანა იმართება "ქართული ოცნების“ პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ, რომელშიც გადაწყვეტილებების მიღება ხან ერთი ფორმით ხდება, ხან მეორეთი, მაგრამ მნიშვნელოვანი არის ის, რომ ქვეყანაში გადავდგათ ძალიან მკვეთრი ნაბიჯები დემოკრატიის გაღრმავებისკენ.
მე მგონი, ბატონ ბიძინა ივანიშვილს აქვს აქტიური როლი პოლიტიკაში და ეს ნათლად გამოჩნდა, ეს არ არის ტრადიციული ფორმა.
გამომდინარე იმ საჯარო განცხადებებიდან, რომელიც გაუკეთებია ბიძინა ივანიშვილს, იმ პროცესებიდან გამომდინარე, რომელშიც ჩართულა, თუნდაც ალასანიას გათავისუფლება და ეს ყველამ იცოდა, რომ ის ჩართული იყო.
არის პოლიტიკური თემები, რომელშიც ის ერთვება, თუმცა ვერ გეტყვით რამდენად რეგულარულია ეს პროცესი, ეს "ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესია.
მიუხედავად იმისა, რომ აქტიურ როლს თამაშობს ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების“ პოლიტიკური პოზიციის ფორმირებაში, მაინც ეს პასუხისმგებლობა "ქართულ ოცნებაზეა" და ჩვენ მომავალში გვექნება ბევრად უფრო სტაბილური პოლიტიკური სისტემა, _ განაცხადა მარგველაშვილმა "მაესტროს ცხრიანში".