C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩასართავად, პაციენტების რეგისტრაცია 28 აპრილიდან დაიწყება. ჯანდაცვის მინისტრის მაოდგილე ვალერი კვარაცხელიას განცხადებით, მოქალაქეებმა დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ თბილისში სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონულ ცენტრებსა და ცენტრალურ ოფისებში, რეგიონებში კი სოციალური მომსახურების საგენტოს სამხარეო ცენტრებში.
"პირველ ეტაპზე პროგრამას მოემსახურება სამი კლინიკა – ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი, "ჰეპა" და "ნეოლაბი". დოკუმენტაციისთვის საჭირო ფორმა N 100 პაციენტებმა სწორედ ამ კლინიკიდან უნდა წარმოადგინონ. ეტაპობრივად პროგრამას სხვა კლინიკებიც შემოურთდებიან, მათ შორის რეგიონებში. მედიკამენტების გაცემა ამ ეტაპზე ამ სამი კლინიკიდან მოხდება", – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.
მისივე თქმით, პროგრამაში პირველ ეტაპზე ჩაერთვებიან ის ადამიანები, ვისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც მძიმეა. კვარაცხელიას ინფორმაციით, ორ დღეში კლინიკები მზად იქნებიან მკურნალობის დასაწყებად. მისივე თქმით, შექმნილი არის მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც პაციენტების დარეგისტრირების პროცესს გააკონტროლებს.
კვარაცხელიას განცხადებით, პროგრამა რომელიც პირველ ეტაპზე ამოქმედდება ქვეყანაში 5 000 პაციენტზეა გათვლილი.