გურიის გუბერნატორად შესაძლოა გია სალუქვაძე დღეს დაინიშნოს.
სალუქვაძე ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაცია „ყველა თაობა საქართველოსთვის“ ხელმძღვანელია. წარმოშობით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურიდანაა.
ბოლო დროს მისი სახელი სააკაშვილის მმართველობის შესახებ მომზადებული ფილმის პრეზენტაციაზე გაჟღერდა. სწორედ სალუქვაძის ორგანიზაციამ მოამზადა ფილმი, რომლის ჩვენებაც რეგიონებში ხმაურით მიმდინარეობდა და პოზიცია-ოპოზიციას შორის ურთიერთბრალდებების თემა გახდა.
სალუქვაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ჯერ გადაწყვეტილი არაფერია:
_ შემიძლია მხოლოდ ის დაგიდასტუროთ, რომ ჩემი კანდიდატურა განიხილება. მეც ერთ-ერთი კანდიდატი ვარ. თუმცა, ჯერ ბრძანება არ არის დაწერილი. 1 მაისს პრემიერი გურიაში მობრძანდება და სავარაუდოდ იქ წარადგენს გუბერნატორს თუ მანამდე არ დანიშნეს, _ აღნიშნა გურია ნიუსთან საუბრისას სალუქვაძემ.
სალუქვაძე ყოფილი პოლიტპატიმარია. იგი სახალხო კრების სახალხო კრების” სამგორის კომიტეტის თავმჯდომარე იყო და 2011 წლის 26 მაისს ბურჯანაძის გვერდით იდგა. იგი 26 მაისს დააკავეს და პოლიციელების ცემის ბრალდებით გაასამართლეს.
სალუქვაძემ ციხე ამინისტიის შედეგად დატოვა.
გია სალუქვაძე მკვლევარი და მეცნიერია. როგორც ცნობილია მისი შემწეობით თამარ მეფის დაკარგული ჯვარი აჭის მონასტერს გადაეცა.