სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა უკვე ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანის განცხადებით, გადადგომის მოთხოვნით პრემიერ მინისტრს უკვე მეორედ მიმართა. როგორც ყიფიანმა აღნიშნა, პირველ შემთხვევაში, რამდენიმე თვის წინ, პრემიერმა განცხადება არ დაუკმაყოფილა.
მისივე თქმით, მას კონსულტაციები ყოფილ პრემიერ, ბიძინა ივანიშვილთან არ ჰქონია.
როგორც ყიფიანმა აღნიშნა, გადადგომის შემდეგ ის საქმიანობას სპორტის სფეროში განაგრძობს.