პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემრულებლის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობის ხვალინდელ სხდომაზე ის მინისტრებთან ერთად ორი მნიშვნელოვანი საკითხის დაყენებას და მიღებას აპირებდა.
ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"მინდა ერთ მნიშვნელოვან საკითხს შევეხო. რომ არა ეს ცვლილებები ხვალინდელ მთავრობის სხდომაზე ვაპირებდით ორი უმნიშვნელოვანესი რეფორმის შესახებ გამოგვეტანა საკითხი. ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის რეფორმირების საკითხები. ეს რეფორმები არ შეფერხდება. ეს არის ტექნიკური საკითხი და პარლამენტის მიერ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებისთანავე, ეს საკითხი მთავრობის პირველივე სხდომაზე განიხილება და მიიღება. ამით შესრულდება კიდევ ერთი დაპირება, რომელიც ჩვენმა გუნდმა საზოგადოებას ჯერ კიდევ არჩევნებამდე მივეცით", _ განაცხადა ღარიბაშვილმა და საზოგადოებას სიმშვიდისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
"ეს არის ჯანსაღი, გამჭვირვალე პროცესი და ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის სამსახურში ყოფნა", _ აღნიშნა ღარიბაშვილმა.