სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრობის კანდიდატი, ტარიელ ხეჩიკაშვილი, რომელიც "იბერია ბიზნეს ჯგუფის" პრეზიდენტი იყო, 1970 წლის 13 თებერვალს დაიბადა.
დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი. მისი სპორტული კარიერა: თბილისის "დინამოს" დუბლშემადგენლობაში 1987 წელს იწყება, ხოლო ბიზნეს-კარიერა: 1990 წელს, როცა კომპანია "მერმისი" ჩამოაყალიბა.
1999 წელს "იბერკომპანის" კომერციული დირექტორი გახდა, 1999 წელს კი კომპანია "იბერმობილი" დააარსა. ამავე წელს ის "ბენდელას თასის" სპონსორი იყო, 2003 წლიდან კი გენერალური სპონსორი. 2000 წელს უკვე მერვე წელია სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ტრადიციული გალა-საღამოს სპონსორია.
2001 წელს თანამოაზრეებთან ერთად, ჩამოაყალიბა კომპანია "იბერია ბიზნეს ჯგუფი", რომელშიც დღეისათვის ოცამდე ბრენდის წარმომადგენლობაა გაერთიანებული ("ფოლკსვაგენი", "აუდი", "მიცუბიში", "პეჟო", "კია", "ბანერი", "მობილი", "პირელი" და ა.შ.)
ტარიელ ხეშიკაშვილი სპორტის დეპარტამენტთან არსებული სპორტის მუზეუმის დამფუძნებელია.
2005 წლიდან საფეხბურთო სკოლა "საბურთალოს" მეპატრონე. 2006 წელს მისი ინიციატივით, "ფოლკსვაგენის" წარმომადგენლობა საქართველოს საფეხბურთო სუპერთასის გენერალური სპონსორია.
რაც შეეხება ოჯახურ მდგომარეობას ის დაოჯახებული – ჰყავს მეუღლე და შვიდი შვილი. ის პროფესიით სამართალმცოდნეა.