საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის პერიოდში, 2005 წლიდან, 2015 წლის მარტამდე, კონსტანტინე კუბლაშვილმა 210 063 ლარის დანამატი მიიღო. 2006 წლიდან 2015 წლის ჩათვლით შევსებულ დეკლარაციების თანახმად კი, მისმა შემოსავალმა მხოლოდ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან 964 783 ლარი შეადგინა.
კონსტანტინე კუბლაშვილის დანამატების შესახებ ინფორმაცია "გურია ნიუსს" საქართველოს უზენაესი სასამართლოდან, მოთხოვნის საფუძველზე, მიაწოდეს.
აღნიშნული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ 2005 წლის მარტიდან დეკემბრის ჩათვლით, კონსტანტინე კუბლაშვილმა 15 021 ლარის დანამატი აიღო, აქედან მარტში მას 756 ლარი აქვს აღებული, დანარჩენ თვეებში კი ერთნაირი ოდენობის დანამატი – 1 585 ლარი.
2006 წელს კუბლაშვილმა დანამატი მხოლოდ ივნისში აიღო – 3600 ლარის ოდენობით;
2007 წელს კუბლაშვილს ჯამში 10 750 ლარის ოდენობის დანამატი აქვს აღებული. აქედან აპრილსა და ივლისში ყველაზე დიდი ოდენობით – 5 550 ლარი და 4 200 ლარი, დანარჩენ თვეებში კი, მან დანამატის სახით 100-100 ლარი მიიღო.
2008 წელს კუბლაშვილმა დანამატის სახით 6 650 ლარი აიღო, აქედან აპრილში 5 550 ლარი, დანარჩენ თვეებში კი, 100 ლარის ოდენობით.
2009 წელს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დანამატმა ჯამში 14 800 ლარი შეადგინა. ყოველთვიური დანამატის ოდენობა 100-დან 300 ლარამდე გაეზარდა. ამ ოდენობის თანხა კი, მას 10 თვის განმავლობაში აქვს აღებული.რაც შეეხება ერთჯერადად აღებულ სოლიდურ დანამატებს, 2009 წლის ივლისში მან 10 050 ლარი, ხოლო 1 750 ლარი მიიღო.
2010 წელს, კონსტანტინე კუბლაშვილს დანამატის სახით 17 400 ლარი აქვს მიღებული, აქედან ივნისში 5 650 ლარი, აგვისტოში – 5 950 ლარი, ხოლო დეკემბერში 3 100 ლარი, დანარჩენ თვეებში კი 300-300 ლარი.
2011 წელს, კუბლაშვილის დანამატმა ჯამში 23874 ლარი შეადგინა. ივლისში – 11 680 ლარი, ოქტომბერში 3843 ლარი, დეკემბერში კი, 5 093 ლარი მიიღო. მცირედითაა გაზრდილი მისი ყოველთვიური დანამატის ოდენობა და ის 393 ლარს შეადგენს.
2012 წელს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ 21 425 ლარის დანამატი მიიღო. ივნისში 5 743 ლარი, ივლისში 6 330 ლარი, დეკემბერში 6 093 ლარი, დანარჩენ თვეებში, აგვისტოს გარდა, როდესაც მან 106 ლარიანი დანამატი მიიღო, 393 ლარი აქვს აღებული.
2013 წელს, კუბლაშვილის დანამატმა 39 800 ლარი შეადგინა. აქედან აპრილში 4 593 ლარი, ივნისში 3 843 ლარი, ივლისში 4 468 ლარი, აგვისტოში 6 043 ლარი, ნოემბერში 5 743 ლარი, ხოლო დეკემბერში 7 093 ლარი აქვს აღებული. დანარჩენ თვეებში კი, 393 ლარი.
რაც შეეხება 2014 წელს, კუბლაშვილმა 44 395 ლარის დანამატი მიიღო. აქედან, მას ივლისში 10 116 ლარი აქვს აღებული, დანარჩენ თვეებში კი, ერთნაირი ოდენობის დანამატი – 3 116 ლარი.
2015 წელს კონსტანტინე კუბლაშვილი თანამდებობაზე მხოლოდ 2 თვე იყო. ამ ორი თვის განმავლობაში კი, მან 12 348-ლარის დანამატი მიიღო. აქედან, იანვარში 2 985 ლარი, ხოლო თებერვალში – 9 363 ლარი.
2006 წლიდან 2015 წლის ჩათვლით შევსებულ დეკლარაციებში აღნიშნულია, რომ კონსტანტინე კუბლაშვილის შემოსავალი მხოლოდ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან 964 783 ლარი იყო.
2006 წლის დეკლარაციის თანახმად, კონსტანტინე კუბლაშვილის შემოსავალი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე 1 900 ლარი იყო.
2007 წელს 53 000 ლარი, 2008 წელს – 61 190 ლარი, 2009 წელს – 79 944 ლარი ხელფასის სახით, ხოლო 6 653 ლარი სამივლინებო თანხა აიღო.
2010 წელს – 122 867 ლარი, 2011 წელს – 127 400 ლარი, 2012 წელს – 122 762 ლარი, 2013 წელს – 131 525 ლარი, 2014 წელს – 127 300 ლარი, 2015 წელს – 136 895 ლარი.
ამავე თემაზე:
რა ქონებით ტოვებს უზენაეს სასამართლოს კონსტანტინე კუბლაშვილი
რა ქონება შეიძინა კოტე კუბლაშვილის ოჯახმა თანამდებობის დატოვებამდე ხუთი დღით ადრე