გაბრიელ გარსია მარკესის წიგნის "მარტოობის ასი წელიწადის" პირველი გამოცემა მოიპარეს.
BBC- ის ინფორმაციით, გაბრიელ გარსია მარკესის "მარტოობის ასი წელიწადი" ბოგოტაში, შაბათს შუადღეს, კორფერიას საგამომცემლო ცენტრში დაკეტილი კაბინეტიდან მოიპარეს.
წიგნის ღირებულება 60 000 $-ს შეადგენს, მაგრამ მისი მფლობელი აცხადებს, რომ ეს მისთვის შეუფასებელია.
გაბრიელ გარსია მარკესი მიჩნეულია XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მწერლად. 1972 წელს მან მიიღო ნეიშტადტის საერთაშორისო ლიტერატურული პრემია, 1982 წელს კი, ნობელის პრემია ლიტერატურაში.
იგი მხარს უჭერდა თვითგანათლებას, რაც იმით დასრულდა, რომ სამართლის სკოლას თავი დაანება და ჟურნალისტური კარიერის გაკეთებას შეუდგა. ამ სფეროში, საწყის ეტაპზე, აკრძალვების გარეშე აკრიტიკებდა კოლუმბიისა და უცხოურ პოლიტიკას. დღემდე მისი ამ რომანის 30-ზე მეტი მილიონი ასლია გაყიდული.
მას შემდეგ, რაც ავტორი გარდაიცვალა, მისი ნოველების ღირებულება გაიზარდა. პოლიცია ცდილობს კორფერიას საგამომცემლო ცენტრში გადაღებული ვიდეოს მეშვეობით ქურდის ვინაობის დადგენას.