ამ წუთებში ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე, ეთიკის კომისიის თავმჯდომარის გოჩა ძიმისტარაშვილის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს განიხილავენ.
დეპუტატები ძიმისტარაშვილს, ფულის გამოძალვაში ადანაშაულებენ. თავად ეთიკის კომისიი თავმჯდმარის თქმით კი, ის ამ ცილისწამებისთვის სარჩელს სასამართლოში შეიტანს.
გადააყენებენ თუ არა დაკავებული თანამდებობიდან გოჩა ძიმისტარაშვილს, რამდენიმე წუთში გახდება ცნობილი.