ლანჩხუთელი გიორგი კეჭეხმაძე 16-17 წლიანებში (68კგ) მსოფლიო ჩემპიონი გახდა შოტოკან კარატეში.
მაისის პირველ რიცხვებში საქართველოს დედაქალაქმა მეექვსე მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა შოტოკან კარატეში, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნიდან 1600-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.
ჩემპიონატში ლანჩხუთის სპორტული ცენტრის კარატისტებიც იღებდნენ მონაწილეობას, სადაც მათ სამი საპრიზო ადგილი მოიპოვეს. პირველ ადგილზე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ გიორგი კეჭეხმაძე გავიდა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულიც მოირგო. 10-11 წლიანებში (30 კგ) ავთო ბურძგლამ მესამე ადგილი მოიპოვა და შესაბამისად ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა, ბრინჯაო ხვდა წილად ლანჩხუთელ ნათია თურქიასაც (+18 კატა).