ხმელთაშუა ზღვაში ნავი ჩაიძირა, რომლითაც მიგრანტები გადაჰყავდათ.
BBC -ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა სავარაუდოდ კვირას მოხდა, მაგრამ ამ ფაქტის შესახებ არაფერი იყო ცნობილი.
გადარჩენილები ხისა და გასაბერი ნავებიდან იტალიისა და საფრანგეთის გემებმა აიყვანეს.
გადარჩენილების განცხადებით, ბევრი ადამიანი წყალში ჩავარდა.
წლის განმავლობაში, ხმელთაშუა ზღვის გადაცურვის მცდელობისას, სულ 1 750 ადამიანია დაღუპული.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, როგორც გადარჩენილების ნაწილი აცხადებს 40 ადამიანი დაიხრჩო. ნაწილის თქმით კი, ნავზე 137 ადამიანი იმყოფებოდა.
ბოლო დღეების განმავლობაში, მაშველებმა და სანაპირო დაცვამ 5 800 ზე მეტი ადამიანი გადაარჩინა. იტალიის სანაპირო ზოლზე კი, 10 გარდაცვლილის გვამი იპოვნეს.
იტალიის სანაპირო დაცვა დაღუპულთა ზუსტ რაოდენობას არ ასახელებს.