თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა წინასწარ პატიმრობაში რჩება.
გადაწყვეტილება მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა რამდენიმე წუთის წინ საქალაქო სასამართლოში გამოაცხადა.
მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაიზიარა და გიგი უგულავა პატიმრობაში დატოვა.
ცნობისთვის, დღეს სასამართლო სხდომა 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარეობდა, სადაც გიგი უგულავა, სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად არის ბრალდებული.