დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, "ოზურგეთის მუნიციპალტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ", ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის N25 დადგენილებაში ცვლილების შესახებ, საფინანსო სამსახურის უფროსმა, გია მამაკაიშვილმა ისაუბრა.
მან განმარტა, რომ რამდენიმე სოფელში სხვადასხვა სამუშაოების შესასრულებლად დაიგეგმა მუხლობრივი ცვლილებები.
"სოფელ ჭანიეთში ქარმა სახურავი გადააძრო ადმინისტრაციულ შენობას, რისთვისაც გამოიყოფა 16 500 ლარი. მომდევო კვირაში გამოცხადდება ტენდერი, გამოვლინდება გამარჯვებული და შენობა, რომლის სახურავიც სტიქიამ ძალიან დააზიანა, აუცილებლად გადაიხურება", _ თქვა გია მამაკაიშვილმა.
მან ასევე ისაუბრა დაბა ურეკში ორმული შეკეთებისა და სოფლებში – შრომასა და ვაკიჯვარში გზისა და ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ, რომელიც ასევე უახლოეს პერიოდში შესრულდება.