შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაში მოქალაქის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას 16 527 ცალი საბრძოლო ვაზნა, „ტე-ტეს“ ტიპის არარეგისტრირებული პისტოლეტი 2 მჭიდით და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 4 მჭიდი ამოიღეს. ექპერტიზის დასკვნით, ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა სროლისთვის ვარგისია.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).