NDI-ის კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იმართებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, კ 27%-მა უპასუხა, რომ არ იცის. 24% ამბობს, რომ კოლაიცია "ქართულ ოცნებას", ხოლო 16% მხარს "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას უჭერს".
კითხვაზე პასუხზე უარი განაცხადა 12%-მა, არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას 6%, რესპონდენტთა 5% მხარს დაუჭერდა "თავისუფალ დემოკრატებს", 4% – "პატრიორტთა ალიანსს", 3% – კი "ლეიბორისტულ პარტიას". რაც შეეხება დანარჩენ 3%-ს – ის მოდის კატეგორიაზე "სხვა".
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 27 მარტი – 19 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4360 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.