"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარე კახა ასკურავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გურიის გუბერნატორის დანიშვნაში რეჟისორი გოგა ხაინდრავა იყო ჩართული.
"პირდაპირი გადაწყვეტილება იყო ბიძინა ივანიშვილის, რომ გია სალუქვაძე დანიშნულიყო გურიის გუბერნატორად, უბრალოდ აქ შუამავალი არის ძალიან საინტერესო. ბატონი სალუქვაძის კანდიდატურა ბიძინა ივანიშვილს გოგა ხაინდრავამ შესთავაზა. ალბათ ამ ორ კაცს შორის ურთიერთკავშირი არ გაგიკვირდებათ, ვინაიდან ერთი კარგად ცნობილი რეჟისორია, ხოლო ახალდდანიშნული გუბერნატორი ახალშემდგარი რეჟისორი". _ თქვა კახა ასკურავამ.
"გურია ნიუსი" რეჟისორ გოგა ხაინდრავას დაუკავშირდა, რომელმაც კახა ასკურავას განცხადებას ასე უპასუხა:
"ასეთი კომენტარს გავაკეთებ, ჩვენში მტყუანის-თქო და სამი წერტილი. "ვაბშე" გაგებაში არა ვარ მაგ საკითხზე, საერთოდ არ ვიცი თუ დაინიშნა. როგორი სიცრუეა იცი ეს ამბავი? შენ, რომ დაგაბრალო ეიფელის კოშკის აშენება." – თქვა რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ.