ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრში იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის ინიცატივით, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად სისხლის გაღების აქცია გაიმართა, რომელშიც ჩართული იყო მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა და სხვადასხვა სამსახურები.
"სურვილი საკმაოდ ბევრ ადამიანს ჰქონდა გაეღო სისხლი და საკუთარი მცირედი წვლილი შეეტანა ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, თუმცა დადგენილი კრიტერიუმის დაკმაყოფილება 97 მათგანმა შესძლო. აქციაში ჩართული იყო მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა, ასევე ა(ა)იპ-ებისა და გამგეობის თანამშრომლებიც", – განაცხადა ჩვენთან საუბრისას საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ნინო ჩიტაძემ.