საფრანგეთში, ქალაქ კანში კინოფესტივალი 68- ედ გაიხსნა. ფესტივალი 1987 წლის შემდეგ პირველად დაიწყო ქალი რეჟისორის, ემანუელ ბერკოს "La Tete Haute" ფილმის ჩვენებით.
ფილმის ჩვენების დაწყებამდე, ტრადიციულად წითელ ხალიჩაზე გაიარეს მსახიობებმა, კონკურსის მონაწილეებმა და სტუმრებმა.
კინოფესტივალზე წელს 84 ფილმია წარდგენილი. აქედან, 19 ფილმი ოქროს პალმის რტოს მოსაპოვებლად იბრძოლებს.
გამარჯვებულ ფილმს ჟიური დაასახელებს. ჟიურის ამერიკელი რეჟისორები ითან და ჯოელ კოენები თავმჯდომარეობენ.
კანის კინოფესტივალი 24 მაისს დაჯილდოების ცერემონიით დასრულდება.
ამავე თემაზე:
კანის კონოფესტივალზე მიწვეული რეჟისორი ვერა, მაგრამ კინოცენტრის წარმომადგენლები წავიდნენ
დაფინანსების არქონის გამო ქართველი რეჟისორი კანის კინოფესიტივალზე ვერ მიდის