"გურია ნიუსის" ინფორმაციით, დღეს ქალაქ ოზურგეთში "მეგობრობის" სტადიონზე საფეხბურთო კლუბი "მერცხალი" მნიშვნელოვან თამაშს გამართავს.
17:00 საათზე "მერცხალი" "გაგრას" დაუპირისპირდება. სწორედ ამ თამაშის შემდეგ გაირკვევა დარჩება თუ არა "მერცხალი" პირველ ლიგაში.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ "მერცხალის" დირექტორის, მამუკა გოგუაძის ინფორმაციით, ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი თამაშია, რადგან ორივეს სჭირდება მოგება იმისთვის, რომ პირველ ლიგაში დარჩნენ.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, "გაგრის" შემადგენლობაში ექვსი უკრაინელი ფეხბურთელი თამაშობს.
მამუკა გოგუაძის თქმით, "გაგრასთან" შესახვედრად ოზურგეთელი ფეხბურთელები მზად არიან და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ პირველ ლიგაში დარჩნენ.