კომპანიამ "Official Chart Company" გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ მიმდინარე წლის ოთხ თვეში დიდ ბრიტანეთში დაახლოებით 240 ათასი ვინილის დისკი გაიყიდა.
ეს მაჩვენებელი გასული წლის ამ დროის მონაცემებს 40 პროცენტით აღემატება.
იმ პერიოდში დიდ ბრიტანეთში 234 ათასი ვინილის დისკი გასაღდა.
მუსიკალური ჩანაწერების მარკეტინგის სპეციალისტების გამოთვლებით, 2016 წლის დასაწყისამდე "ნისლიანი ალბიონის” ქვეყანაში დაახლოებით 450 ათასამდე ვინილის დისკი გაიყიდება.
ვინილის დისკების გაყიდვის სარეკორდო მაჩვენებელი დიდ ბრიტანეთში 1975 წელს დაფიქსირდა, როდესაც ადგილობრივმა მელომანებმა 91.6 მილიონი დისკი შეიძინეს.
იმ წლის ყველაზე პოპულარული ჩანაწერების პირველი სამეული შემდეგნაირად გამოიყურებოდა: ელტონ ჯონის ჰიტების კრებული, ჯგუფი Led Zeppelin-ის ალბომი "Physical Grafitti" და Pink Floyd-ის სტუდიური ნაშრომი "Wish You Were Here".