ერაყის პროვინცია ანბარის ქალაქ რამადიში ისლამისტებმა სამთავრობო შენობა დაიკავეს.
"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა სამთავრობო უწყების შენობის გარდა, იერიში პოლიციის მთავარი განყოფილების შენობაზეც მიიტანეს.
BBC-ის ინფორმაციით, მათ ნაღმმტყორცნები და ასაფეთქებელი მოწყობილობები გამოიყენეს.
როგორც ცნობილია, "ისლამური სახელმწიფო" და ერაყის არმია რამდენიმე თვეა სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროვინცია ანბარზე სრული კონტროლის დამყარებას ცდილობენ.
ამას გარდა, ისლამისტებმა მინიმუმ 50 სამართალდამცველი ტყვედ აიყვანეს.
ერაყის პრემიერ-მინისტრმა გასულ თვეს პირობა დადო, რომ სამთავრობო ძალები აღნიშნულ პროვინციას სრულიად გაათავისუფლებდნენ, მაგრამ ისლამისტები პროვინციის ნახევარს კვლავ აკონტროლებენ.