შორეულ აღმოსავლეთ რუსეთში 55 წლის ქალი ტყეში დათვისგან დასახიჩრებული იპოვეს.
BBC-ის ინფორმაციით, დათვს ქალი მკვდარი ეგონა და მისი მიწაში ჩაფვლა სცადა, რა დროსაც მაშველებმა დათვს ესროლეს.
ქალს სხეულზე დათვისგან მიყენებული ნაკაწრები აქვს.
ექსპერტების თქმით, დათვები დამშეულები არიან, რადგან მდინარესთან ცხოველებისთვის ხაფანგია დადგმული, რომ მდინარეში თევზების გამრავლებას ხელი არ შეუშალონ.
55 წლის ქალბატონი საავადმყოფოში კრიტიკული მდგომარეობით მოათავსეს.