პაკისტანში, ოთხშაბათს ჩაცხრილული ავტობუსის საქმეზე 145 ადამიანი დააპატიმრეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.
BBC-ის ინფორმაციით, ეჭვმიტანილთა შორის 90 მადრასას რელიგიური სკოლის სტუდენტია.
ისევ უცნობი რჩება თუ ვინ შეუკვეთა ეჭვმიტანილებს ავტობუსის ჩაცხრილვა.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი ინციდენტი მიმდინარე წლის იანვარში მოხდა და მაშინ შემთხვევას 62 შია მუსლიმი ემსხვერპლა.