“დამსხვრეული, ტალახიანი ფეხებით მოსვრილი, შეურაცხყოფილი, ამოთხრილი საფლავის ქვები, გაფუჭებული, მომსპარი, განადგურებული, გაძარცვული საფლავები“ _ასეთი მდგომარეობა დახვდა დღეს, დილით , ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთში 20 -დე ოჯახს, ოჯახის წევრებისა თუ წინაპართა საფლავების, ასეთი შეურაცხყოფით შეძრწუნებული სოფ. ოზურგეთელები გაოგნებული არიან, თუ ვის შეეძლოთ ვანდალური აქტი ჩაედინათ.
„თითქმის 50 ოჯახი არის ასეთ მდგომარეობაში, საშინელი ამბავი მოხდა, ეს არის ბარბაროსულად გაკეთებული“, -გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა სოფელ ოზურგეთში ვალერიან კირკიტაძემ,
საფლავებზე შეკრებილი ჭირისუფალი ტირილით, ვაებითა და გოდებით მოთქვამდნენ.
“იმის დედამ რა უნდას თქვა ორი შვილის საფლავი რომ შეურაცხყვეს, დაამსხვრიეს ქვები, წააქციეს, გააუბედურეს ისედაც გაუბედურებული დედ-მამა, რომ გავიგებთ ვინაა, ჩვენ ხელით დავწვავთ და გავანადგურებთ“, _ ამბობდა მერი გოგრიჭიანი.
“ასეთი რამ არ გაგვიგონია, არ გვინახია, ეს რაა რა ხდება, წააქციეს, ქვები, მერე ფეხებით ტალახში ამოსვრილი გადათელეს, მოიპარეს ყვავილები და სხვა საფლავებზე დაალაგეს, სეა რის ჩვენთვის მეორე სიკვდილი, გაგვიახლეს ჩვენი ახლობლების სიკვდილი, გაგვანადგურეს, ნახეთ რა ამბავია “_ ამბობდა შორენა ხელაძე
ადგილზე მობილიზებული ოყო შსს ოზურგეთის რაინული სამმართველოს თანამშრომლები.
გამოძიება 258 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.