ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი "ახალგაზრდული კვირეული" უკვე დაიწყო.
გთავაზობთ ღონისძიებების განრიგს:
19 მაისი
15:00 სთ-ზე – მინი ფეხბურთის ტურნირის გახსნა. ფრენბურთის ჩემპიონატი – მუნიციპალიტეტის პირველობა.
20 მაისი
13:00 სთ-ზე – სამხატვრო სკოლის გამოფენა (წლის საუკეთესო მხატვრების დაჯილდოება, სიგელები).
17:00 სთ-ზე – კონცერტი. სამუსიკო სკოლის მოსწავლე ლილიანა ლომინეიშვილისა და მისი მეგობრების მონაწილეობით, ქუთაისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად).
21 მაისი
12:00 სთ-ზე – საბიბლიოთეკო გაერთიანება (ლიტ. კლუბის ღონისძიება).
22 მაისი
14:30 სთ-ზე – სპორტული ღონისძიებების ნახევარფინალი (მინი ფეხბურთი, ფრენბურთი).
17:00 სთ-ზე – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის პროექტი – „წარმოგიდგენთ საქართველოს“ – საესტრადო კონკურსის ფინალი. (კინო-თეატრი „გურია).
23 მაისი
13:00 სთ-ზე – სამუსიკო სკოლის კონცერტი.
25 მაისი
13:00 სთ-ზე – თეატრის დღე. სამრევლო სკოლა.
15:00 სთ-ზე – ჭიდაობა, ლელო ბურთი (ნახევარფინალი).
26 მაისი
12:00 სთ-ზე – დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალა კონცერტი, სპორტული ღონისძიებები: დოღი, ბაგირის გადაწევა და სხვა (ლელო ბურთის ფინალი). – ბორის პაიჭაძის ცენტრალური სტადიონი.
(R)