გადაუღებელი წვიმის შედეგად კოლუმბიაში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიურ უბედურებას 52 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა.
BBC-ის ინფორმაციით, მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა და განსაკუთრებით სალგარის მუნიციპალიტეტი დააზარალა.
შემთხვევის ადგილზე 160 ჯარისკაცია მობილიზებული და სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
სტიქიის ზონაში ქვეყნის პრეზიდენტი ხუან მანუელ სანტოსი ჩავიდა და მაცხოვრებლებს შეხვდა. მისი თქმით, უცნობია დაკარგულთა რაოდენობა.
ასევე პრეზიდენტი სალგარის მოსახლეობას დაჰპირდა, რომ სტიქიის მიერ დანგრეულ საცხოვრებელ სახლებს მთავრობა შეაკეთებს.
საშიში ზონიდან 100-მდე ადამიანია ევაკუირებული.