ჰანოვერის პროკურატურა გერმანელი პოლიციელების მიერ ჩადენილ დანაშაულს იძიებს. საქმე მაროკოელი მიგრანტების შეურაცხყოფას ეხება.
აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ოფიცრებმა ერთ-ერთ ემიგრანტს ხელბორკილი დაადეს და პოლიციის შენობის იატაკზე დაყრილი, გაფუჭებული ღორის ხორცის ჭამა აიძულეს.
გარდა ამისა, კომპანია NDR-მა გამოაქვეყნა პოლიციელების WhatsApp-ის მესიჯები, სადაც ერთ-ერთი მათგანი მის მიერ მიგრანტის ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აღიარებს და ჩადენილი ქმედებით თავს იწონებს.
გერმანიის წარმომადგენელმა ინტეგრაციის სფეროში, პოლიციელების მიერ ჩადენილ ქმედებას სამარცხვინო უწოდა. მისი განცხადებით, თუ დანაშაული პოლიციელებს დაუმტკიცდებათ, ისინი უნდა სათანადოდ დაისაჯონ და ყურადღება უნდა მიექცეს რათა მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდეს.