შსს ასევე აქვეყნებს დანაშაულის სტატისტიკას შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების მონაცემებს საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით.
საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყება
2015 წლის აპრილის თვეში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებულია 2 981 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1 277 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 42.84%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა 7.22%.
შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით
2015 წლის აპრილის თვეში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულია 1958 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1102 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 56.28%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა 8.68%.
საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყება
2015 წლის იანვარ-აპრილის თვეებში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებულია 11787 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 6226 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 52.82%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა 12.91%.
შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით
2015 წლის იანვარ-აპრილის თვეებში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულია 8139 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 5312დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 65.27%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა 15.88%.