საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ "მცხეთის წყლის" მოხმარების ტარიფები დაადგინა.
კომისიამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღევანდელ სხდომაზე იმსჯელა.
სემეკის გადაწყვეტილებით, შპს "მცხეთის წყალის" მომხმარებლებისათვის განისაზღვრა წყალმომარაგების შემდეგი ტარიფები: გამრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის წყალმომარაგების ზღვრული ტარიფია – 0,173 ლარი/მ3., მათ შორის: სასმელი წყლის მიწოდების ზღვრული ტარიფი – 0,145 ლარი/მ3; წყალარინების ზღვრული ტარიფი – 0,028 ლარი/მ3
გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის წყალმომარაგების ზღვრული ტარიფია – 2,033 ლარი/სულზე/თვეში., მათ შორის: სასმელი წყლის მიწოდების ზღვრული ტარიფი – 1,706 ლარი/სულზე/თვეში; წყალარინების ზღვრული ტარიფი – 0,327 ლარი/სულზე/თვეში.
არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის წყალმომარაგების ზღვრული ტარიფია – 3,729 ლარი/მ3., მათ შორის: სასმელი წყლის მიწოდების ზღვრული ტარიფი – 3,129 ლარი/მ3; წყალარინების ზღვრული ტარიფი – 0,600 ლარი/მ3. (ტარიფები მოცემულია დღგ-ს გარეშე).
სემეკის ინფორმაციით, ტარიფები 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედებს.
წყალმომარაგების ზღვრული ტარიფების დადგენის მიზნით, შპს "მცხეთის წყალის" მოთხოვნის საფუძველზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2015 წლის 15 იანვრის საჯარო სხდომაზე დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კომისიაში წინადადებების წარდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა 2015 წლის 12 თებერვალი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადად – 2015 წლის 21 მაისი.
შპს "მცხეთის წყალისათვის" წყალმომარაგების ზღვრული ტარიფების დადგენის თაობაზე კომისიის გადაწყვეტილებასაჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და თანდართული პროექტი განთავსდა კომისიის ვებ გვერდზე.
შპს "მცხეთის წყალმა" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში წყალმომარაგების ახალი ზღვრული ტარიფების განსაზღვრასთან დაკავშირებით შემდეგი სატარიფო მოთხოვნები წარადგინა: გამრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის – 0.25 ლარი/მ3; გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხარებლებისათვის – 2.97 ლარი/სულზე/თვეში; არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის – 3.729ლარი/მ3. (ტარიფები მოცემულია დღგ-ს გარეშე).