თბილისის მერი დავით ნარმანია და საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრნენ.
დღესასწაულის ფარგლებში ქართული ჭიდაობის ტურნირი და ტრადიციული დოღი გაიმართა.
გამარჯვებულებს პრიზები თბილისის მერმა გადასცა.
"ეს არის ტრადიციული ღონისძიება, რომელიც წლებია იმართება. ღონისძიების ორგანიზებაში გამგეობა მონაწილეობს. მოვედით, რომ მივულოცოთ ტრადიციული ზეიმი ადგილობრივ მოსახლეობას, მოვუსმინოთ მათ და გავაცნოთ პროექტები, რასაც ამ ტერიტორიაზე ვახორციელებთ და სამომავლოდ გვაქვს დაგეგმილი", _ განაცხადა დავით ნარმანიამ.
სოფელ დიდგორის წმ. გიორგის ტაძართან დღესასწაულის აღსანიშნავი ღონისძიებები ტრადიციულად ყოველწლიურად იმართება. სოფელ დიღმის მცხოვრებლები ამ დღეს სოფლის სალოცავთან იკრიბებიან და ერთმანეთს ჯირითსა და ჭიდაობაში ეჯიბრებიან.