ჩეჩნების ლიდერი რამზან კადიროვი გამოეხმაურა Whatsapp-ში ქორწინების თემაზე დისკუსიას და კაცებს მოუწოდებს ცოლებს აუკძალონ WhatsApp-ით სარგებლობა. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ ქორწინება იძულებითია ან წყვილს შორის უთანხმოებაა.
BBC-ის ინფორმაციით, ის ყველას მოუწოდებს ჩეჩნების მსგავსად მოიქცნენ.
"ცოლები სახლიდან არ გამოუშვათ და ისინი არსად არაფერს დაპოსტავენ", _ ამბობს კადიროვი.
მისივე თქმით "ოჯახის ღირსება ყველაფერზე მნიშვნელოვანია."
აღნიშნული განცხადებით, კადიროვი ერთ-ერთ მომხდარ შემთხვევას გამოეხმაურა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩეჩნეთში, ერთ-ერთი პოლიციის უფროსი სახლში იმ გოგონას მიუვარდა, რომელიც მოსწონდა და მის მშობლებს ამოწყვეტით დაემუქრა თუ გოგოს არ მიათხოვებდნენ.
წყვილის ქორწილის ამსახველი ვიდეომასალა ჟურნალისტებმა გაავრცელეს.
მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული იყო, რომ არასრულწლოვანი გოგონა სავარაუდოდ ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, რადგან არაადეკვატურად იქცეოდა.