ჩვენს უმრავლესობას სატელევიზიო რეკლამებიდან სმენია, რომ 17 ივნისს საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადავა და ანალოგური მიწისზედა სატელევიზიო სიგნალი ქვეყანაში სრულად გაითიშება. სანაცვლოდ, საქართველოს მოსახლეობა მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობას ციფრული ხარისხით უყურებს. ეს სასიამოვნო ცვლილებაა როგორც მოსახლეობისთვის, ისე ქვეყნისთვის. თუმცა საზოგადოების ნაწილი მაინც შეწუხებულია მოსალოდნელი ცვლილებით. მათ არ იციან, როგორ შეძლებენ ციფრული სატელევიზიო სიგნალის მიღებას ან რა დასჭირდებათ ამისთვის. ამ საკითხზე მკითხველისგან საკმაოდ ბევრი კითხვა მივიღეთ და გვინდა, რომ მათგან ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებს ვუპასუხოთ.
რას ნიშნავს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა და როდის მოხდება ეს?
გადასვლა მიწისზედა სატელევიზიო სისტემის ციფრულ ფორმატში კონვერტაციას გულისხმობს. საქართველოს ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს ცნობით, 2015 წლის 17 ივნისი არის ბოლო ვადა, როდესაც ქვეყანაში ანალოგური მიწისზედა სიგნალის გაციფრულება უნდა მოხდეს.
საიდან მოდის ციფრული სიგნალი და რა შეიცვლება ჩემთვის 17 ივნისის შემდეგ?
ციფრული ტელევიზია გადაცემის ერთ პლატფორმაზე არ არის მიბმული. ციფრული სიგნალის მიღება შესაძლებელია ციფრული მიწისზედა ანტენით, ციფრული კაბელით, ინტერნეტით ან სატელიტით. უკანასკნელი ორი – IPTV და სატელიტი უკვე ციფრულია. ეს ნიშნავს, რომ თუ თქვენ ამჟამად ტელევიზორს ინტერნეტის ან სატელიტის მეშვეობით უყურებთ, გადასვლის პროცესი თქვენზე გავლენას არ მოახდენს. ხოლო თუ თქვენ ტელევიზორს ანალოგური მიწისზედა ქსელის მეშვეობით უყურებთ, მოგიწევთ არჩევანი გააკეთოთ, თუ რა გზით გააგრძელებთ სატელევიზიო სიგნალის მიღებას.
როგორ შემიძლია ციფრული სატელევიზიო სიგნალის მიღება?
ციფრული სატელევიზიო სიგნალის მიღების სამი ძირითადი გზა არსებობს:
შეიძინოთ ციფრული სეთ-თოფ-ბოქსი, რომ ციფრულ მიწისზედა მაუწყებლობას უყუროთ, მიიღოთ ციფრული სიგნალი ინტერნეტის ან სატელიტის მეშვეობით. სატელიტის შემთხვევაში, თეფშის შეძენა დაგჭირდებათ, ინტერნეტის კი _ თავად ინტერნეტ კავშირი.
შეიძინოთ ახალი ტელევიზორი, რომელშიც ციფრული სიგნალის მიმღებია ჩაშენებული მიწისზედა ან სატელიტური მიღებისთვის.
ისარგებლოთ საკაბელო სერვისით და დაელოდოთ, როდის მოგაწვდით პროვაიდერი ციფრულ სიგნალს.
რომელ სატელევიზიო არხებს მივიღებ?
ეს დამოკიდებულია კონკრეტულ პროვაიდერზე: თუ თქვენ ციფრულ მიწისზედა ქსელს აირჩევთ, მიიღებთ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ და მეორე არხებს, ასევე აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს. სხვა არხების მიღების შესაძლებლობა ადგილობრივ ციფრულ მიწისზედა სიგნალის პროვაიდერთან უნდა გადაამოწმოთ. თუ თქვენ სატელიტურ ან საკაბელო პროვაიდერს აირჩევთ, პაკეტების და არხების დიდი არჩევანი გექნებათ. მაგალითად, საქართველოს პირველი სატელიტური პროვაიდერი "მაგთისატი" 100-ზე მეტ არხს გთავაზობთ.
აუცილებელია, რომ 17 ივნისს დაველოდო და ამ დროს შევწყვიტო ძველი ანალოგური ანტენის გამოყენება და ციფრული სიგნალი მივიღო?
რა თქმა უნდა, არა. თქვენ შეგიძლიათ ციფრული სიგნალი დღესვე მიიღოთ. ამის უმარტივესი გზა არის, რომ დაუკავშირდეთ "მაგთიკომს" და "მაგთისატის" ინსტალატორები გამოიძახოთ. ისინი გამოძახებიდან 7 დღის პერიოდში მოვლენ და ციფრული ტელევიზიის აქტივაციისთვის საჭირო ყველა სამუშაოს შეასრულებენ. თქვენ კი შეგიძლიათ სხვადასახვა პაკეტები და არხები აირჩიოთ ოჯახის გემოვნებისა და საჭიროებების მიხედვით.
(R)