დღეს, ჩაის გადამამუშავებელ ("ნატურა თი კომპანი“) საწარმოში, რომელიც სოფელ გურიანთაში მდებარეობს “გურია ნიუსის“ ჟურნალისტები არ შეუშვეს.
“ნატურა თი კომპანიის“ წარმომადგენელმა მამუკა ვასაძემ ჩვენთან საუბრის დროს განაცხადა, რომ უცხო პირების შესვლა აკრძალულია.
_ გადავრეკავ ახლა უფროსთან და თუ ნებას მომცეს, აუცილებლად შეგიყვანთ, _ გვითხრა მამუკა ვასაძემ.
ამ საუბრიდან რამდენიმე წუთში ვასაძემ გვითხრა, რომ დირექტორმა უარი თქვა ჩვენს შესვლაზე.
_ როდესაც ჩაის გადამუშავება მიმდინარეობს, არ ხდება უცხო პირების შესვლა ობიექტზე, – აგვიხსნა მამუკა ვასაძემ.
“გურია ნიუსი“ მხოლოდ ერთი მიზეზით იყო მისული, მუშაობდა თუ არა პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ, რამდენიმე დღის წინ ტელეკამერების წინ გახსნილი ჩაის გადამამუშავებელი საწარმო და რა ინტენსიობით იღებდნენ ჩაის ფოთოლს.
როგორც ჩანს ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის შემდეგ საწარმოში შესვლა აიკრძალა.
პრემიერის ვიზიტის დროს საწარმოში გადაღება ნებადართული იყო