საუდის არაბეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა მეჩეთში თავი აიფეთქა. შემთხვევას 10 ადამიანი ემსხვერპლა, 70-მდე კი დაშავდა. დაშავებულები მაშველებმა ცენტრალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
ექიმების განცხადებით, შემთხვევის დროს დაშავებულთა ნაწილის მდგომარეობა კრიტიკულია.
BBC-ის იფორმაციით, მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.
მსგავსი ინციდენტი საუდის არაბეთის მეჩეთში ჯერ არ მომხდარა.
ადგილზე მაშველები მუშაობენ.
გავრცელებული ინფორმაციით მეჩეთში 150-მდე ადამიანი იმყოფებოდა.