საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს და საქართველოს მეგობრებს ნინა სუბლატის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს:
_ მინდა გულითადად მივესალმო საქართველოს სახელით „ევროვიზიის“ კონკურსში მონაწილე ჩვენს ნიჭიერ მომღერალს – ნინა სუბლატს, რომელმაც უკვე მოუტანა წარმატება ჩვენს ქვეყანას და ათ საუკეთესოთა შორის ფინალში გავიდა.
ნინას მთელი საქართველო ვგულშემატკივრობთ. ის უკვე დასახელდა „ევროვიზიის“ საუკეთესო მომღერალთა შორის და დიდი იმედი გვაქვს, რომ ფინალში ქართველი მომღერალი, რომელმაც ღირსეულად წარმოაჩინა ჩვენი ქვეყანა გამარჯვებული გახდება.
მინდა თხოვნით მივმართო საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს და საქართველოს მეგობრებს მხარი დაუჭირონ და უგულშემატკივრონ ნინა სუბლატს. ნინას მხარდაჭერა დღეს საქართველოს მხარდაჭერაა.
ჩვენ ყველას გამარჯვების დიდი იმედი გვაქვს და გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ, ღირსეული მასპინძლობა გავუწიოთ „ევროვიზიას“ საქართველოში.
წარმატებები ნინას და მთელ საქართველოს!_ აღნიშნულია ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.
ევროვიზიის ფინალი დღეს გაიმართება და მას პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებებელი გადასცემს.