ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი გორის „დილას“ ტრიუმფით დასრულდა. 30-ე ტურში, უჩა სოსიაშვილის გუნდმა "ვიტ ჯორჯიას" უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.
ორი გოლის ავტორი ირაკლი მოდებაძე გახდა, რომელიც ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ჯამში მოდებაძემ სეზონში 16 გოლი გაიტანა. ჩემპიონს თასი და მედლები ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ და ალექსანდრე ჩივაძემ გადასცა.
სხვა მატჩები ასე დასრულდა. "სამტრედია" – "მერანი" 4:2, "დინამო თბილისი" – "ჩიხურა" 3:0, "შუქურა" – ბათუმის "დინამო" 1:3, "სიონი" – "გურია" 3:2, "კოლხეთი" – "ცხინვალი" 1:1, "მეტალურგი" – "ტორპედო" ასევე 1:1 დასრულდა.
ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული გორის "დილა" გახდა, მეორე ადგილზე ბათუმის "დინამო" გავიდა, მესამე ადგილი კი თბილისის "დინამომ" დაიკავა. სამივე კლუბი ევროტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.
უმაღლესი ლიგა "ზესტაფონმა" და "ვიტ ჯორჯიამ" დატოვეს. რუსთავის "მეტალურგი" ადგილის შენარჩუნებას პლეიოფში შეეცდება. რუსთაველები 27 მაისს "ლოკომოტივსა" და "ბორჯომს" შორის გამარჯვებულ გუნდს შეხვდებიან.