ბექა ღვინიაშვილმა ტურნირზე საუკეთესოდ იჭიდავა, 4 ორთაბრძოლა მოიგო და მათ შორის ისეთი ტიტულოვანი მოწინააღმდეგეები დაამარცხა როგორებიც ბერძენთა ქართველი ოლიმპიური, მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონი ილიას ილიადისი (ჯარჯი ზვიადაური), კუბელი მსოფლიოს ჩემპიონი ეშლი გონსალესი და იაპონელი იუია იოშიდა არიან.
ნუგზარ ტატალაშვილმა ნახევერაფინალში ორგზის მსოფლიოს ჩემპიონს, იაპონელ რიკი ნაკაიას სძლია, თუმცა ფინალი რუსეთის წარმომადგენელ დენის იარცევთან დათმო. ოქროს მედლისათვის ბრძოლას ნახევარფინალში გამოეთიშა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი, რომელმაც ბრინჯაოს მედალი კანადელი მსოფლიოს ფინალისტის და ოლიმპიური პრიზიორის ანტუან ვალუა-ფორტიეს დამარცხებით მოიპოვა.
რაბატში ბრინჯაოს მედლებისასთვის კიდევ ორმა ქართველმა იჭიდავა, მაგრამ ამირან პაპინაშვილიც (60) და ლევან მატიაშვილიც (+100) დამარცხდნენ და მეხუთე ადგილზე დარჩნენ. საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები მეხუთე ადგილზე გავიდა, ცალკე ვაჟებში კი – მეორეზე, სადაც ქართველები მხოლოდ იაპონიას ჩამორჩნენ.
მაროკოდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ბაქოში 12-28 ივნისს გასამართი ევროპის პირველი ევროპული თამაშებისათვის დაიწყებს მზადებას. ბაქოს ევროპული თამაშები ძიუდოისტებისათვის ევროპის ჩემპიონატის ტოლფასი შეჯიბრია და ნაკრები აზერბაიჯანში უძლიერესი შემადგენლობით გაემგზავრება. ქართველი ძიუდოისტები მედლებისთვის ბაქოში 25-28 ივნისს იბრძოლებენ.