პოლონეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების, ე.წ. ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ, ბრონისლავ კომოროვსკიმ არჩევნებში დამარცხება აღიარა.
"მე პატივს ვცემ თქვენს არჩევანს და ჩემს მოწინააღმდეგეს ვუსურვებ წარმატებულ პრეზიდენტობას", _ განაცხადა კომოროვსკიმ.
ევრონიუსის ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტურში კონსერვატორმა ანჯი დუდამ გაიმარჯვა. მან, წინასწარი მონაცემების მიხედვით, ამომრჩეველთა ხმების 53 პროცენტი მოიპოვა.
გამარჯვებულმა დუდამ კომოროვსკის მადლობა გადაუხადა მილოცვისთვის და მოსახლეობას ქვეყანაში სასიკეთო ცვლილებებს დაჰპირდა.
"მე დარწმუნებული ვარ ჩემს უკან ასი ათასობით ამომრჩეველი დგას. ჩვენ ერთად ვივლით წინ და ჩვენს მომავალს სასიკეთოდ შევცვლით. ეს რთული გასაკეთებელია და არცერთ ხელისუფალს შეუძლია მარტოს, ხალხის მხარდაჭერის გარეშე ამის გაკეთება", _ განაცხადა გამარჯვებულმა დუდამ.
აღსანიშნავია, რომ პოლონეთში პრეზიდენტს შეზღუდული უფლებამოსილებები აქვს, თუმცა, იგი შეიარაღებული ძალების მთავარსარდალია და მას ნებისმიერ ახალ კანონზე ვეტოს დადების უფლება აქვს.