იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლავან მურუსიძე "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, სასამართლო სისტემაში დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის კუთხით სასიკეთო ნაბიჯები გადაიდგა. ის დაპირება კი, რომელიც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მათ მისცა, უკვე შესრულებულია.
"2012 წლის შემდეგ მოსამართლეთა სახელფასო ანაზღაურების საკითხი გამოსწორდა. როდესაც მე ბატონ ბიძინა ივანიშვილს შევხვდი, მისი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, ის რასაც დაგვპირდა, ყველაფერი შეუსრულა სასამართლო სისტემას. ხელფასების მომატებას ვგულისხმობ.
რაც შეეხება პენსიის საკითხს, ეს საკითხი სახელმწიფოს გადასაწყვეტია, რაც დაკავშირებულია ბიუჯეტთან. ახლა პირველ ინსტანციაში 560 ლარია პენსია, უზენაესში – 1200 ლარი. აპირებენ, რომ თუ პენსია მოიმატებს, ეს მხოლოდ იმ მოსამართლეებზე გაავრცელონ, რომლებიც კანონის ამოქმედების შემდეგ დაინიშნებიან. საპენსიო კანონს ყველა ქვეყნის ხელისუფლება პრობლემურად უყურებს. არის ქვეყნები, სადაც კანონს უკუძალას არ აძლევენ, რაც უსამართლოდ მიმაჩნია. ვფიქრობ, ყველაზე უნდა გავრცელდეს. თუ პარლამენტის წევრს ენიშნება სამუდამო პენსია,რატომ არ უნდა დაენიშნოს მოსამართლეს? აგრამ ჩემი აზრით, სასამართლოში საპენსიო რეფორმა ზოგადად ქვეყანაში საპენსიო საკითხს უნდა მიებას. მთავარი მთავრობის პოზიციაა. თუმცა, ჩვენ უკვე შემუშავებული გვაქვს პროექტი, რომელიც შეჯერებულია მოსამართლეთა კორპუსთანაც. ფინანსთა სამინისტროშიც გვქონდა გადაგზავნილი, თუმცა, უარი მოგვივიდა ცოტა ხნის წინ. ახლა ქალბატონი ნინო აპირებს ეს საკითხი გაააქტიუროს და ვნახოთ რა წარმატება ექნება. უმნიშვნელოვანესი პრობლემაა", _ განაცხადა ლევან მურუსიძემ "გურია ნიუსთან" ინტერვიუში.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ინტერვიუს "გურია ნიუსი" რამდენიმე წუთში შემოგთავაზებთ.