ინდოეთში ტემპერატურამ 48 გრადუსს მიაღწია, რის გამოც, მზის დარტყმისგან 430 ადამიანი დაიღუპა.
ხელისუფლება ხალხს სახლში დარჩენას და ბევრი სითხის მიღებას ურჩევს.
BBC-ის ინფორმაციით, სიცხეს სამხრეთ შტატებში შაბათიდან 140 ადამიანზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
მზის დარტყმის გამო, აპრილის შუა პერიოდშიც იყო მსხვერპლი, მაგრამ ახლა გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ტელანგანას შტატის 10 რაიონში 186 ადამიანი დაიღუპა, აქედან 56 შაბათის მერე გარდაიცვალა. დასავლეთ ბენგალიში 10, ხოლო ანდრა პრადეშის შტატში 246 ადამიანი დაიღუპა.
მეტეოროლოგების ცნობით, გაუსაძლისი სიცხე უნალექობამ გამოიწვია და კიდევ რამდენიმე დღის მანძილზეა მოსალოდნელი.