ბელორუსი მეცნიერები მუშაობენ პრეპარატის შექმნაზე, რომელიც ადამიანს საკუთარი ძალების რწმენას შესძენს და შიშის დაძლევაში დაეხმარება _ ფარმაცევტებმა წამალს "სიმამაცის ვაქცინა" უწოდეს.
პრეპარატი, რომელიც ამჟამად კლინიკურ აპრობაციას გადის, განსაკუთრებით გამოადგებათ სპორტსმენებს, მაგრამ, ამავე დროს, როგორც მისი შემქმნელები აცხადებენ, მას დოპინგთან საერთო არაფერი აქვს.
წამალი ორგანიზმში სასუნთქი გზის მეშვეობით ხვდება. მასში შემავალი ენდოტოქსინები იმუნურ სისტემას ააქტიურებს, რის შემდეგაც ადამიანს თავდაჯერებულობა ემატება და შიშიც სადღაც ქრება.