მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე გახმაურებული სურათი „ტაქსის“ ყველა ნაწილის გადაღებები უკვე დიდი ხნის დასრულებულია, მსახიობი სამი ნასერი როლიდან მაინც ვერ გამოდის. ის აგრძელებს საგზაო წესების დარღვევას და კვლავ ხულიგნობს.
სამი ნასერი ციხეში უკვე ორჯერ იჯდა და ორჯერ მოიხადა პირობითი სასჯელი.
რამდენიმე დღის წინ გამოცემამ "Le Monde" "საინტერესო" ინფორმაცია გაავრცელა. აღმოჩნდა რომ ცოტა ხნის წინ 53 წლის მსახიობი გისოსებს მიღმა მესამედ აღმოჩნდა.
მიმდინარე წლის მაისის დასაწყისში ადამიანზე დანით თავდასხმისათვის მას 16 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მაგრამ მალე გაათავისუფლეს იმ პირობით, რომ კარგად მოიქცეოდა.
საინტერესოა, რომ მსახიობი წესრიგის დამცველებმა კანის უკანასკნელ ფესტივალზეც დააკავეს. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ნასერი შიშველ უკანალს უჩვენებდა მასთან სურათის გადაღების მსურველ თაყვანისმცემლებს. მსახიობი მაშინ ადგილობრივი პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს, სასტიკად გააფრთხილეს და სოლიდური ჯარიმაც გამოუწერეს.
სამწუხაროდ გაბედულმა "ტაქსისტმა" ჭკუა ვერ ისწავლა და ცოტა ხნის წინ თავი კიდევ ერთხელ "გამოიჩინა".