საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერითა და დაფინანსებით პარიზში, ლევილის ბიბლიოთეკაში სარემონტო სამუშაოები დასრულდა.
ნოე ჟორდანიას ინსტიტუტი, ასოციაციია ქართულ კერასთან მჭიდრო თანამშრომლობით და საქართველოს საელჩოს დახმარებით, ბიბლიოთეკის სივრცე გაფართოვდა და გარემონტდა.
წიგნები, რომლებიც განთავსებული იყო შატოს სხვადასხვა სათავსოებში, კერძოდ, სხვენსა და მთავარი შენობის მიმდებარე ნაგებობებში გარემონტებულ ბიბლიოთეკაში განთავსდება.
ლევილის შატოს ბიბლიოთეკის რეაბილიტაციის პროცესი 2013 წელს დაიწყო, როდესაც საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან და საფრანგეთში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით მოხდა ლევილში წიგნების პირველი ნაწილის კატალოგიზაცია, კლასიფიკაცია და სკანირება.
პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ლევილის ბიბლიოთეკის სარემონტო სამუშაოებისთვის 26 000 ევრო გამოიყო.