ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ზაზა ურუშაძის თქმით, მიმდინარე წელს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების თანხებს 900 ათასი ლარი დაემატება.
„წელს სამი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია უნდა განხორციელდეს და თითოელ მათგანზე 200-200 ათასი ლარი იყო გამოყოფილი, მაგრამ პროექტების მიხედვით მაჩხვარეთის საბავშვო ბაღზე 241 ათასი ლარი დაიხარჯება, ხოლო ჯურუყვეთის საბავშვო ბაღზე – 274 ათასი ლარი. რაც შეეხება წყალწმინდის საბავშვო ბაღს, აქ ეს თანხა 254 ათასი ლარით განისაზღვარა“ – განაცხადა ურუშაძემ.
მისივე თქმით გრიგოლეთის საფეხბურთო ბაზაზე 400 ათასი ლარი დაიხარჯება და მთლიანად აღდგება ის ინფრასტრქტურა, რომელიც იქ არსებობს. აღსანიშნავია, რომ ბაზის აღდგენისთვის თავდაპირველად 150 ათასი ლარი იყო გამოყოფილი.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved