ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელ ზაზა ბიბილაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნა, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ უკრაინის პროდასავლური ხელისუფლება სააკაშვილს ნდობას უცხადებს.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია რთულ და საპასუხისმგებლო პერიოდში, რაც ნიშნავს, რომ უკრაინის პროდასავლურმა ხელისუფლებამ, კიდევ ერთხელ გამოუცხადა ნდობა მიხეილ სააკაშვილს და სთხოვა სტრატეგიულად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონი ჩაიბაროს.
როგორც უშუალოდ საქართველოსთვის, ასევე რუსეთის წინააღმდეგ ფრონტის თვალსაზრისით, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა", _ განაცხადა ბიბილაშვილმა.