საარჩევნო სისტემის რეფორმასა და საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს სხდომაზე, რომელიც კოალიციის ლიდერ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გაიმართა.
სხდომაზე ერთ-ერთი განსახილველი თემა იყო სამზადისი შუალედური არჩევნებისთვის, რომელიც მარტვილისა და საგარეჯოს მაჟორიტარულ ოლქებში გაიმართება. საუბარი პარტიის სტრუქტურული რეორგანიზაციის საკითხსაც შეეხო.