ოდესის ახალი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ისევ აპირებს საქართველოში დაბრუნებას. მისი თქმით, იგი არ გამოიყენებს ახლანდელ პოსტს იმისთვის, რომ მომავალში უკრაინის პრემიერ-მინისტრი გახდეს: “რა სისულელეა?! მე უკრაინაში არანაირი პოლიტიკური ამბიციები არ მაქვს,” _ თქვა სააკაშვილმა და დასძინა, რომ იგი საქართველოში დაბრუნებას აპირებს.
“მე როცა ოდესაში დავასრულებ ამ პროექტს… თუმცა, როგორ დავასრულებ _ მისი დასრულება შეუძლებელია… როცა ჩვენ განვავითარებთ მას, მე დიდი სიამოვნებით დავბრუნდები საქართველოში და გავაგრძელებ ჩემს ქართულ მოღვაწეობას”, _ თქვა სააკაშვილმა.